logo
ENG


დავითაშვილი: ვფიქრობ, რომ ჩინეთში ვიზიტი პროდუქტიული იქნება
  • 293ნახვები

უფრო გასაკვირი ის არის, რა რეაქციებიც აქვთ ოპოზიციონერებს, ვიდრე ის, რომ საპარლამენტო დელეგაცია დღეს ჩინეთში კოლეგებს ხვდება. ჩვენ გვესმის, რომ როდესაც მაღალ დონეზე თანამშრომლობაზეა საუბარი, სამთავრობო უწყებებს სჭირდება მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა საპარლამენტო გუნდის მხრიდანაც. იმიტომ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების გარეშე, საკანონმდებლო მხარდაჭერის გარეშე, ბევრი ინიციატივა თუ სურვილი ვერ განხორციელდება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ პროდუქტიული იქნება ის ვიზიტი, რომელსაც დღეს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ახორციელებს ჩინეთში.

განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

გუშინ ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა.



ასევე ნახეთ
close დახურვა