logo
ENG


კელი: საქართველო არ აჩვენებს, რომ პროდასავლურია - ოცნებას, ივანიშვილს მოუწევს პასუხისგება
იან კელი
15 იან, 2024 21:13
კელი: საქართველო არ აჩვენებს, რომ პროდასავლურია - ოცნებას, ივანიშვილს მოუწევს პასუხისგება
  • 980ნახვები

იმ დროს, როდესაც დასავლეთის ქვეყნები უნდა გაერთიანდნენ, მითუმეტეს როდესაც საქმე ეხება მაგალითად უკრაინის პრობლემას, საქართველო არ ჩანს ამ საუბრებში და კიდევ უფრო შორს მიდის დასავლური საზოგადოებისგან. ბევრი მისი მოქმედება კიდევ უფრო აშორებს დასავლეთს.

[ოცნების] დელეგაცია წავიდა ჩინეთში, რომელსაც საქართველო თავის სტრატეგიულ პარტნიორს უწოდებს. როდესაც მე თბილისში ვიყავი ვიზიტით მთავრობა რუტინულად ეძახდა ამერიკის შეერთებულ შტატებს სტრატეგიულ პარტნიორს, მაგრამ მის ქმედებებს და რიტორიკას აქვს აბსოლუტურად სხვა გზავნილები. [...]

პრემიერმინისტრიც იმყოფებოდა ჩინეთში, ასევე იმყოფებოდა ბუდაპეშტში, რომელიც ყველაზე ნაკლებად დასავლური ქვეყანაა ევროკავშირის ქვეყნებს შორის და ამავდროულად, ხელს უშლიან პრეზიდენტს ბრიუსელში წასვლაზე. იმპიჩმენტიც კი მოუწყვეს პრეზიდენტს. ქმედებებით საქართველო არ აჩვენებს, რომ ისინი პროდასავლურები არიან და ბევრი ამერიკელიც ფიქრობს, რომ ისინი დაშორდნენ დასავლეთს. ამიტომაც, ოცნებას და მის საპატიო თავმჯდომარეს მოუწევს ამაზე პასუხისგება.

განაცხადა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულში. 

[მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით]



ასევე ნახეთ
close დახურვა