logo
ENG


ბუაძე: კალაძე და თბილისის მერია ჩვენი ქალაქის ბიუჯეტს ეპყრობა, როგორც საკუთარ ჯიბეს
საბა ბუაძე
16 იან, 2024 14:29
ბუაძე: კალაძე და თბილისის მერია ჩვენი ქალაქის ბიუჯეტს ეპყრობა, როგორც საკუთარ ჯიბეს
  • 508ნახვები

კალაძე და თბილისის მერია ჩვენი ქალაქის ბიუჯეტს ეპყრობა, როგორც საკუთარ ჯიბეს და ჰგონიათ, რომ ასე, როგორც თავად გადაწყვეტენ, შეუძლიათ, ვიღაცას გაუფორმონ ხელშეკრულება და ვიღაცას შეუწყვიტონ.

სინამდვილეში, ყველა ძალიან კარგად ხვდებოდა, განსაკუთრებით იქ მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებელი საზოგადოება, რომ აქ, ამ სამუშაოებზე იყო პრობლემები, თბილისის მერია ამ პრობლემებს არ აღიარებდა, ამბობდა, რომ ყველაფერი რიგზეა, ყველაფერი ჯეროვნად მიმდინარეობს და რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია მოხდება დათქმულ ვადაში და გაიხსნებოდა იანვრის ბოლოს, მაგრამ ყველამ კარგად ვნახეთ, რომ არსებობს პრობლემები, ეს პრობლემები თბილისის გადასახადის გადამხდელებს და თბილისის მოქალაქეებს, თბილისში მაცხოვრებლებს დაუჯდათ კიდევ დამატებით თანხა.  

აცხადებს ლელოს წევრი საბა ბუაძე თბილისის მერიის მიერ წერეთლის გამზირზე მომუშავე კომპანიებისთვის კონტრაქტის შეწყვეტასთან დაკავშირებით.



ასევე ნახეთ
close დახურვა