logo
ENG


ზარქუა: დაჟანგული მილები უნდა აიღო და ოპოზიციას, ეგ არა, რაც გაიფიქრეთ - წინ უნდა დაუდო
  • 398ნახვები

ის, რაც არის, ის გაცვეთილი და დაჟანგული მილები, რაც ჩვენ ამოგვაქვს, ეგ უნდა ამოიღო და იმ ოპოზიციას, ეგ არა, რაც გაიფიქრეთ - ცხვირწინ უნდა დაუდოთ, თუ როგორ აკეთებდნენ. [...] გიჟს ჰგვანან, რა ქნან არ იციან, იმის მაგივრად, რომ საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანონ. ხარვეზი - ხდება, ქართული კომპანიები არიან, არ აქვთ გამოცდილება, ის ვინც გულგრილ დამოკიდებულებაშია, ბუნებრივია, გავუწყვეტთ კონტრაქტს, დავაჯარიმებთ, ეს პრობლემა რატომაა?

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ წერეთლის რეაბილიტაციაზე საუბრისას. 16 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მერიამ წერეთლის გამზირზე მომუშავე კომპანიებს კონტრაქტი შეუწყვიტა.



ასევე ნახეთ
close დახურვა