logo
ENG


ზელენსკი: წინ, შესაძლოა, მეტი ომი იყოს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალა, რომ ეს შევაჩეროთ
  • 394ნახვები

რუსეთის ლიდერების ამჟამინდელ სიგიჟეს მსოფლიოში ყველა ერისთვის გაურკვევლობის და საფრთხის პერიოდი მოაქვს. მსოფლიოს სულ უფრო მეტად ესმის და აცნობიერებს, რომ წინ, შესაძლოა, მეტი ომი იყოს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალა, რომ ეს შევაჩეროთ. ჩვენ გვაქვს ძალა, დავიცვათ ნორმალური ცხოვრება. მსოფლიოს აქვს ეს ძალა. ახლა ამ სიძლიერემ უნდა იმუშაოს რუსეთის შესაჩერებლად.

მადლობელი ვარ ყველასი, ვინც გვეხმარება, ვინც იცავს უკრაინას, ვისაც ახსოვს, რომ მთავარი გამოწვევა უკრაინისთვის ყველა იმ შესაძლებლობის მიცემაა, რაც ოკუპანტებს ჩვენი მიწიდან გააძევებს. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. დიდება უკრაინას!

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა