logo
ENG


მინდიაშვილი: პაპუაშვილის თავდასხმა ჩემზე მასობრივი სიძულვილის გაღვივებასაც ისახავდა მიზნად
  • 725ნახვები

დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის! მადლობა ჩემი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს გამხნევებისა და თანადგომისთვის!

პარლამენტის თავმჯდომარის სტალინისტური სულისკვეთების თავდასხმა, როგორც "ეკლესიის მტერზე" ("ხალხის მტერი"), მორიგი ანტიდასავლური ისტერიის გარდა, როგორც ჩანს, ჩემს წინააღმდეგ მასობრივი სიძულვილის გაღვივებასაც ისახავდა მიზნად. ამ ფონზე თქვენი მხარდაჭერა ფასდაუდებელია!

თქვენდამი სიყვარულისა და მადლიერების ნიშნად გიზიარებთ წმ. გრიგოლ ფერაძის ამ შესანიშნავ სიტყვებს მოქალაქეობის შესახებ:

"მოქალაქეობა არის ბრძოლა თავის წრესთან, თავის თავთან. მოქალაქეობა მოითხოვს შეგნებას, პატიოსნებას, ფიქრს, მხნეობას, ჭკუას; მოქალაქეობა მოითხოვს ნათლიან თვალით საგნების დანახვას, წინდახედულებას, აუჩქარებლობას, სიმდაბლეს, რომელიც არაა მონის მაჩვენებელი, არამედ განათლებულ ადამიანის, სხვის აზრის გაგონებას და ადამიანში ადამიანის ძებნას და დაფასებას... მოქალაქეობა არის მსხვერპლის გაღება. თვისი საკუთარი თავის დაწვა სხვისთვის გასანათლებლად".

წერს Facebook-ზე ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენელი ბექა მინდიაშვილი.

20 იანვარს შალვა პაპუაშვლმა ბექა მინდიაშვილი "რელიგიურ შეუწყნარებლობასა და რელიგიური ისტერიის გაღვივებაში" დაადანაშაულა და თქვა, რომ ცენტრი USAID-ის ერთ-ერთი პროგრამით ფინანსდება.



ასევე ნახეთ
close დახურვა