logo
ENG


ზელენსკი: რუსეთმა უნდა დაიმახსოვროს, რომ აგრესიის შედეგად ყველაზე მეტს აგრესორი კარგავს
  • 316ნახვები

ყველაზე ინტენსიური საომარი მოქმედებები ავდიივკას სექტორში მიმდინარეობს, ასევე ბახმუტის, მარინკას, კუპიანსკის მიმართულებით და ქვეყნის სამხრეთით. მხოლოდ გასული დღის განმავლობაში, 60-მდე ბრძოლა გაიმართა. რუსებმა დაბომბეს 100-ზე მეტი ქალაქი და სოფელი 9 რეგიონში. რუსეთის ყველაზე სასტიკი თავდასხმები დონეცკის რეგიონში იყო. სამწუხაროდ, არიან დაჭრილები და დაღუპულები. რუსეთი პასუხს აგებს ამ ტერორზე.

ძალიან მნიშვნელოვანია, რუსეთის სრულ და სამართლიან ანგარიშვალდებულებამდე მიყვანა ყველა დონეზე, ინდივიდუალურ დონეზე, რათა ყველა ომის დამნაშავე, ყველა ტერორისტი პასუხისგებაში მიეცეს და მთელი ტერორისტული სახელმწიფოს დონეზე, მისი აქტივებისა და შესაძლებლობების მეშვეობით. რუსეთმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა იგრძნოს და დაიმახსოვროს, რომ აგრესიის შედეგად ყველაზე მეტს აგრესორი კარგავს.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა