არავინ არ ენდობა ქართული ოცნების მიერ ჩატარებულ არჩევნებს. ამიტომ, ჩვენ თვეების განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ გავაკეთებდით ყველაფერს, რომ საქართველოში ყოფილიყო გრძელვადიანი მისიები და ახლა ვხედავთ, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან ისმის მხარდამჭერი განცხადებები, რაც გულისხმობს იმას, რომ დარწმუნებულები ვართ, საქმეშიც აისახება ყველაფერი.
საქართველოს მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა არ/ვერ ექნება ქართულ ოცნებას. ჩვენი პარტნიორები, ევროპელები, დასავლელი მეგობრები დაგვიდგებიან მხარში და ყველას კარგად გვესმის, ეს გრძელვადიანი მისიები იქნება, უამრავი დამკვირვებელი იქნება ამ ქვეყანაში და ქართულ ოცნებას არ მიეცემა შესაძლებლობა, გააყალბოს არჩევნები.
განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.