logo
ENG


ხაზარაძე: ბიძინამ ვინც არ უნდა დანიშნოს პრემიერად, ჩაძირულ გემს ვერ გადაარჩენს
  • 518ნახვები

ბიძინამ ვინც არ უნდა დანიშნოს პრემიერ-მინისტრად, ოცნების რუსული ხელისუფლების ჩაძირულ გემს ვერ გადაარჩენს.

ღარიბაშვილი კორუფციული გარიგებების გამო, ბრალდებულის სკამზე უნდა იჯდეს და არა პარტიის თავმჯდომარის.

ბიძინამ დაადასტურა, რომ კორუფციის, ნეპოტიზმის და წარუმატებელი მართვის მთავარი ფიგურაა. აქამდეც და ახლაც ის იღებდა ყველა გადაწყვეტილებას.

ოცნებამ იცის, რომ მისი დღეები დათვლილია. საზოგადოებას რეალური ცვლილებები სურს. რუსული ინტერესების მსახურებაში მყოფ ხელისუფლებას მალე გაუშვებს ქართველი ხალხი.

ლელო ემსახურება საქართველოს. გამარჯვებამდე დარჩა 39 კვირა!

ასე ეხმაურება ლელო - საქართველოსთვის ლიდერი მამუკა ხაზარაძე საკადრო ცვლილებებს მთავრობაში. 

დღეს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე შეცვლის. 



ასევე ნახეთ
close დახურვა