logo
ENG


ვაშაძე: ღარიბაშვილის კობახიძით ჩანაცვლებით დაამტკიცა ივანიშვილმა, რომ აცდენილია რეალობას
  • 847ნახვები

ღარიბაშვილის კობახიძით ჩანაცვლებით, კიდევ ერთხელ დაამტკიცა ივანიშვილმა, რომ სრულიად აცდენილია რეალობასა და ხალხის პრობლემებს. დღეს ხალხს აწუხებს უმუშევრობა, ფასების ზრდა, კატასტროფული მიგრაცია. ამ დროს პრემიერად ნიშნავ ადამიანს, რომელსაც არაფერი გაეგება ეკონომიკის და იცავს მხოლოდ მის პერსონალურ ინტერესებს და უფრო ეფექტურად შეუშლის ხელს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. გამოსავალი, რა თქმა უნდა, არსებობს.

ჩვენი ერთიანობით დიდი გამარჯვება უნდა ვიზეიმოთ წელს. მოვიზიდოთ ამერიკული და ევროპული ინვესტიციები, შევქმნათ ღირსეული და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და რაც მთავარია, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. მე მჯერა ამის და ამას აუცილებლად გავაკეთებთ, ძალა ერთობაშია!

სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე სამთავრობო ცვლილებებს. დღეს, 29 იანვარს ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერმინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა