ახლო აღმოსავლეთი ახლა გახურებულ ქვაბს ჰგავს, რომელიც შეიძლება მალე აფეთქდეს. შეტაკებებია ლიბანის საზღვართან, სირიაში, ერაყში, წითელ ზღვაში. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, თავიდან აირიდონ ესკალაცია, თუმცა მიმდინარე პროცესებსა და სავარაუდო შედეგებზე პასუხისმგებლობა ვერ ავიღებ. უკიდურესად კრიტიკულ სიტუაციაში ვართ. მთელი ახლო აღმოსავლეთის რეგიონი კონფლიქტის ცეცხლშია გახვეული. რამდენადაც ღაზაში ომი გრძელდება, რთულია იმის დაჯერება, რომ წითელ ზღვაში ვითარება გაუმჯობესდება. ერთი მეორესთან არის დაკავშირებული. მთელი ეს რეგიონული კონფლიქტი დომინოს პრინციპით ვითარდება.
განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა.
იორდანიაში, ამერიკულ ბაზაზე თავდასხმის საპასუხოდ, გუშინ აშშ-მა ერაყსა და სირიაში ირანის სამხედრო ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.