logo
ENG


წითლიძე: ვერ ვისაუბრებთ სამართლიან არჩევნებზე, თუ ოპოზიციის მთავარი ლიდერი ციხეშია
ანა წითლიძე
06 თებ, 2024 18:02
წითლიძე: ვერ ვისაუბრებთ სამართლიან არჩევნებზე, თუ ოპოზიციის მთავარი ლიდერი ციხეშია
  • 501ნახვები

ჩვენი პოზიცია მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით უცვლელი რჩება. ჩვენ ვერ ვისაუბრებთ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებზე, თუ ოპოზიციის მთავარი ლიდერი, ადამიანი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის გაყალბებული არჩევნებითაც კი 600 000-ზე მეტი პერსონალური ამომრჩეველი ჰყავს ამ ქვეყანაში, არის ციხეში, არის ტყვეობაში და არ აქვს შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში.

სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემო ნიშნავს, როდესაც ყველას ერთნაირად ეძლევა შესაძლებლობა იმისა, რომ მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და საქართველოს მოქალაქეები დაარწმუნოს იმაში, ვის მისცენ ხმა. იმიტომ, რომ ეს არჩევნები, რომელიც მოდის, არის ისტორიული და ეს არჩევნები გადაწყვეტს იმას, დარჩება თუ არა დარჩება თუ არა საქართველო იმ სიღარიბეში, რა სიღარიბეშიც ახლა ვართ, თუ იქნება საქართველო ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა, საიდანაც საქართველოს მოქალაქეები არ გაიქცევიან ლუკმა-პურის საშოვნელად, არამედ იქნებიან აქ.

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ანა წითლიძემ ფორმულასთან საუბრისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა