logo
ENG


დანიგანი: საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავება ბაიდენისა და ბლინკენის პრიორიტეტია
  • 433ნახვები

ჩვენ ძალიან ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს [საქართველოსთან] არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს მთავრობასთან, ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ასევე, გვაქვს ხალხთა შორის კავშირი. ჩემი, როგორც ელჩის პირველი პრიორიტეტი არის, რომ სტრატეგიული ურთიერთობები გავაღრმაო - ეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის პრიორიტეტია. მე ვიმუშავებ ამ მიმართულებით სხვადასხვა სფეროში.

რაც შეეხება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას, უნდა გვახსოვდეს, რომ აშშ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერია. აშშ-მ საქართველოს დახმარების სახით 6 მილიარდი დოლარი გამოუყო. ჩვენ ავაშენეთ საავადმყოფოები, სკოლები. ექიმებსა და მასწავლებლებს ტრენინგები ჩავუტარეთ. დავეხმარეთ საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას, კულტურული ძეგლების შენარჩუნებას. აშშ-ს სურს, რომ საქართველო ძლიერი და წარმატებული იყოს. 

განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა რუსთავი 2-ის ეთერში [სინქრონული თარგმანი].



ასევე ნახეთ
close დახურვა