logo
ENG


წილოსანი: მადლობას ვუხდი კობახიძეს ქვეყნის სიყვარულისთვის, გამძლეობისთვის, ადამიანობისთვის
  • 540ნახვები

გულწრფელად მინდა გითხრათ, ბოლო 8-წლიანი პერიოდი მარტივი არ ყოფილა. პირიქით, ბევრი სიბინძურე, ცრუ ბრალდებები და ტალახი იყო. პირადად ირაკლი კობახიძე იყო თქვენი მუდმივი სამიზნე და რომ არა მისი ინტელექტუალური და ემოციური მდგრადობა, მისი გონიერება და პოლიტიკური ალღო, და რაც მთავარია, მისი პატრიოტიზმი, რთული იქნებოდა ჩვენს საპარლამენტო გუნდს ეს სირთულეები გადაელახა.

კოლეგები დამეთანხმებიან, ყოფილა მომენტები, როცა ირაკლი კობახიძის ფაქტორი გადამწყვეტი იყო საპარლამენტო უმრავლესობის მდგრადობაში, იმიტომ, რომ ვენდობოდით და ვიცოდით, მისი ნაბიჯები არის სწორი და სახელმწიფოებრივი.

მინდა, მადლობა გადავუხადო ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო საქმიანობისთვის, ქვეყნის სიყვარულისთვის, გამძლეობისთვის, ადამიანობისა და მეგობრობისთვის. წარმატებები მას ახალ პოზიციაზე!

თქვა პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატმა ნინო წილოსანმა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა