logo
ENG


ხაბეიშვილი: ენმ მზადაა, გამარჯვების კოალიციის მთავარი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი იყოს
  • 527ნახვები

მინდა გამოვეხმაურო მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ნაციონალური მოძრაობის ბორდის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ყველას კარგად გვესმის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება მთავარი ადამიანი, ვინც უდიდეს და მთავარ როლს შეასრულებს გაჭირვებისა და ივანიშვილის დამარცხებაში. 

პრეზიდენტ სააკაშვილს შეუძლია გააერთიანოს საზოგადოება, რაც ერთხელ უკვე გაუკეთებია. შეუძლია ქართველ ხალხს დაეხმაროს ევროკავშირისკენ არათუ სწრაფვაში, არამედ სწრაფად გაწევრიანებაში და ეს მას გაუკეთებია და ყველას კარგად მოეხსენა მისი ამ შესაძლებლობების შესახებ, ივანიშვილისა და მისი გუნდისგან განსხვავებით. 

ამიტომ, ცხადია, ნაციონალური მოძრაობა, გამარჯვების კოალიცია მზადაა, ამ გამარჯვების კოალიციის მთავარი ლიდერი იყოს პრეზიდენტ სააკაშვილი და უშუალოდ ჩართული იყოს ყოველდღიურ საქმიანობაში და ფაქტობრივად, ეს ამ დროის განმავლობაში ასეცაა. ცხადია, რა შესაძლებლობაც გვაქვს კომუნიკაციის, ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს ეს კომუნიკაცია. 

ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ წლების განმავლობაში ჰყოფს და აპირისპირებს საზოგადოებას, ჩვენ უნდა დავასრულოთ დაყოფა, გათითოკაცება, გაჭირვება და ივანიშვილი ამ ქვეყანაში. 

დღეს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა, რომ აპირებს, ენმ-ს პოლიტიკური აქტივობის კომიტეტს ჩაუდგეს სათავეში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა