logo
ENG


ილია II კობახიძეს: ინებოს ღმერთმა, თქვენი მოღვაწეობა იყოს მშვიდობისა და წარმატების მომტანი
ილია II
09 თებ, 2024 22:10
ილია II კობახიძეს: ინებოს ღმერთმა, თქვენი მოღვაწეობა იყოს მშვიდობისა და წარმატების მომტანი
  • 463ნახვები

ბატონო ირაკლი, გულითადად გილოცავთ საქართველოს პრემიერმინისტრად დანიშვნას. კარგად მოგეხსენებათ, ეს მეტად საპატიო თანამდებობაა და ამასთან, დიდი პასუხისმგებლობაც, მით უმეტეს, ჩვენს რთულ დროს. ინებოს ღმერთმა, თქვენი მოღვაწეობა იყოს მშვიდობის, კეთილდღეობისა და შემდგომი წარმატებების მომტანი  საქართველოსთვის. გისურვებთ ღვთის მფარველობასა და შეწევნას ჩვენი ერისა და ქვეყნის სამსახურად.

კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II ირაკლი კობახიძეს პრემიერმინისტრობას ულოცავს.

გუშინ, ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრემიერმინისტრი გახდა. ის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილს ჩაანაცვლებს, რომელმაც პოსტი 29 იანვარს დატოვა. ყოფილი პრემიერი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა