logo
ENG


დავითულიანი კონფერენციაზე: ზურაბიშვილი აგრძელებს მავნე პრაქტიკას, რომ დაარღვიოს კონსტიტუცია
  • 385ნახვები

ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, აგერ უკვე სასამართლომაც დაადასტურა, რომ არღვევს კონსტიტუციას. აგრძელებს ამ მავნე პრაქტიკას, რომ დაარღვიოს კონსტიტუცია, თუმცა ეს ჩვენთვის სიახლე აღარ არის და აღარავის არ გვიკვირს - დაარღვევს კიდევ ერთხელ მორიგ ჯერზე. რისი მოლოდინი უნდა მქონდეს? არავითარი მოლოდინი პრეზიდენტის მხრიდან არაფრის მიმართ არ მაქვს. ერთადერთი მოლოდინი, რაც გამაჩნია პრეზიდენტის მიმართებით არის ის, რომ შეკრებს რადიკალურ ოპოზიციას, გახდება მათი შტაბის უფროსი არაფორმალური და ამ პლატფორმას, პრეზიდენტის ინსტიტუტს გამოიყენებს არჩევნების დისკრედიტაციისთვის იმიტომ, რომ აპრიორი ახლავე იცის, რომ ოპოზიცია ამ არჩევნებს წააგებს.

ამბობს ქართული ოცნების წევრი ბექა დავითულიანი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი  მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს.



ასევე ნახეთ
close დახურვა