logo
ENG


ღარიბაშვილი: აღარ ვარ პრემიერი, მივცემ თავს უფლებას და ვიტყვი - ზურაბიშვილმა ჩაიდინა ღალატი
  • 617ნახვები

მე პირდაპირ ვიტყვი, ახლა უკვე ჩემ თავს მივცემ უფლებას, ვინაიდან მე აღარ ვარ მთავრობის ხელმძღვანელი და პარტიის ხელმძღვანელი ვარ, სალომე ზურაბიშვილმა ჩაიდინა ღალატი ჩვენი პარტიის თითოეული წევრის თვალში და ჩვენი გადმოსახედიდან, ის არ ემსახურება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს. მან უხეშად დაარღვია კონსტიტუცია არაერთგზის და სამწუხაროდ, აგრძელებს კონსტიტუციის დარღვევას. რა შეიძლება ამაზე გიპასუხოთ გარდა იმისა, რომ სირცხვილია. სირცხვილია ასეთი მოქცევა ევროპაში გაზრდილი ქალბატონისგან და ჩვენი გუნდის და ჩვენი პარტიის დამფუძნებლის მიერ მოყვანილი პრეზიდენტისგან. ეს მინდა შევახსენო ქალბატონ სალომეს, რომ მისი რეიტინგი იყო 1% და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ ის მოიყვანა პრეზიდენტად და ამის შემდეგ, ამ ადამიანმა უღალატა როგორც ადამიანს, ასევე გუნდს, ასევე სახელმწიფოს ინტერესებს. მე სხვა შეფასება არ მექნება სალომე ზურაბიშვილზე.

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა