ის [ნავალნი] ძლიერი მებრძოლი იყო დემოკრატიისთვის, რუსი ხალხის თავისუფლებისთვის. ეს ნათლად გვიჩვენებს, თუ რა ემართება [ადამიანს], რომელიც პუტინის წინააღმდეგ მიდის და თავისუფლებისთვის იბრძვის. ეს ტრაგედიაა და მთელი მსოფლიოსთვის შეხსენებაა, რომ პუტინი მონსტრია.
ეჭვგარეშეა, რომ ნავალნი მოკლულია, რადგან პუტინის, კრემლის წინააღმდეგ წავიდა. ის მხარს უჭერდა თავისუფლებას, დემოკრატიას და რუსი ხალხის უფლებას, აერჩიათ თავიანთი მომავალი და ეს არის ის, რისიც პუტინს ეშინოდა.
კანადის პრემიერმინისტრი, ჯასტინ ტრუდო რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეიი ნავალნის ციხეში დაღუპვას ეხმაურება.