logo
ENG


ხაბეიშვილი: ნავალნის მკვლელობა მტკიცებულებაა, რომ პუტინი მსოფლიოს ნომერ პირველი მტერია
  • 343ნახვები

განსხვავებული აზრის დევნა, ოპონენტის ფიზიკური განადგურება, ადამიანის სიცოცხლის მიმართ ზერელე დამოკიდებულება, მოწამვლა, არაადამიანური მოპყრობა და სიკვდილით დასჯა, ეს არის პუტინის როგორც პატარა, მკვლელი მანიაკის სახე...

ნავალნის მკვლელობა და მის წინააღმდეგ განხორციელებული მოქმედებები არის, კიდევ ერთი, უტყუარი მტკიცებულება, რომ პუტინი ადამიანის, მსოფლიოს ნომერ პირველი მტერია.

ივანიშვილი, როგორც პუტინის მანიაკალური იდეოლოგიის გამგრძელებელი საქართველოში, არის უდიდესი საფრთხე ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ივანიშვილი ერთი ერთში იმეორებს მისი "ფავორიტის" მოქმედებებს, პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ, დაწყებული მოწამვლით, გაგრძელებული მის წინააღმდეგ ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ანგარიშსწორებით.

ნავალნის მკვლელობა, კიდევ უფრო უნდა აჩქარებდეს სალომე ზურაბიშვილის მხრიდან გადაწყვეტილების მიღებას, არ მიიღოს მონაწილეობა ივანიშვილის ბინძურ მოქმედებებში, რომელიც თანხვედრაშია მკვლელი პუტინის სურვილებთან და მოქმედებებთან. უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება ზურაბიშვილს. პირადი დამოკიდებულებებით არ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას. ის, ვალდებულია გაითვალისწინოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესები და იმოქმედოს შესაბამისად. უნდა ესმოდეს პასუხისმგებლიან ადამიანს, პოლიტიკოსს და პრეზიდენტს, რომ ახლა მნიშვნელოვანია, დროული მოქმედება მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით.

ახლა, როგორც არასდროს ჩვენს ქვეყანას სჭირდება ერთობა, იმისთვის რომ გამოვიყენოთ შესაძლებლობა. უახლოესი კვირები, თვეები განსაზღვრას საქართველოს მომავალს და ყველას გვესმის, რომ ივანიშვილთან ერთად და მისი "ხელმძღვანელობით", ევროკავშირში არავინ მიგვიღებს. გვაქვს აბსოლუტურად უპრეცედენტო შანსი გავარღვიოთ ივანიშვილის "მოჯადოებული ველი", სადაც მხოლოდ უპერსპექტივობა, უმუშევრობა, გაჭირვება და უსამართლობაა... ხალხი, ჩვენ გავიმარჯვებთ.

ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის დაღუპვას ეხმაურება.



ასევე ნახეთ
close დახურვა