logo
ENG


ფავლენიშვილი: ზურაბიშვილი ვალდებულია, შეიწყალოს სააკაშვილი, გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯი
  • 412ნახვები

ნავალნის მკვლელობამ კიდევ ერთხელ წამოწია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც აუცილებლობა და გადაუდებლობა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების. ჩვენ გვახსოვს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული მოწამვლის ფაქტი, ჩვენ ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო და არის, რა თქმა უნდა, რეგიონში ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც უპირისპირდება რუსულ იმპერიას და რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სალომე ზურაბიშვილი არის ვალდებული, პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივიდან გამომდინარე, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი და გადადგას ნაბიჯი, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის.

განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა