logo
ENG


სააკაშვილი: პუტინმა პირველი მტერი მოიშორა, მეორე მის ხელშია, პენიტენციურს რუსეთი აკონტროლებს
  • 481ნახვები

მოკლეს ალექსეი ნავალნი. მასთან მე მქონდა მიმოწერა, მან ბოდიში მოიხადა 2008 წელს საქართველოსთვის დაყენებულ პოზიციებზე, მნიშვნელოვანი იყო ეს და მე ძალიან დავუფასე. მე მომწამლეს რამდენიმე დღის შემდეგ უკრაინაში შეჭრიდან და სპეციალურად მომწამლეს მაშინ, რომ მსოფლიოს ვერც შეემჩნია, ისე გავმქრალიყავი. ღმერთმა გადამარჩინა სიკვდილს და ღმერთის იმედზე ვარ ისევ, ქართველი ხალხის და საერთაშორისო თანამეგობრობის, ნავალნიმ გამოხატა მისი სოლიდარობა ციხის კამერიდან ჩემ მიმართ. მანამდე მოკლეს პოლიტკოვსკაია, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობდი. ნემცოვი, რომელთანაც ბევრი უთანხმოება მქონდა, მაგრამ ვმეგობრობდი და ახლა- ნავალნი. პუტინმა ასევე საჯაროდ გამოთქვა სურვილი, მე ჩამოვეკიდებინე ერთი ადგილით. პუტინი თავიდანვე დაიმუქრა, რომ მე აუცილებლად გამანადგურებდა ფიზიკურად...

ერთი ნომერ პირველი მტერი მან მოიშორა, მეორე მის ხელშია იმიტომ, რომ ყველაფერი რაც ეხება საქართველოს პენიტენციურ სისტემას თავიდან ბოლომდე კონტროლდება მათ შორის რუსული სპეცსამსახურების მიერ და ეს ჩვენ კარგად ვიცით. მე ვაპირებ მტრის ჯინაზე ვიბრძოლო სიცოცხლისთვის...

მინდა, მოვიკითხო აქედან ვლადიმერ კარა-მურზა, რომელიც არის ჩემი მეგობარი და რომელთანაც ასევე მიმოწერა მაქვს. ჩემი სრული მხარდაჭერა იულია ნავალნაიას.

რუსული სტილი აუცილებლად უნდა დამარცხდეს, რუსიზმი უნდა დამარცხდეს. ჩვენი თავისუფლების, ეკონომიკური კეთილდღეობის და გაუმჯობესების გზა გადის ევროპაზე გადასვლასა და რუსიზმისგან შორს წასვლაზე.

თქვა მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამათლო პროცესზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა