logo
ENG


ნადირაძე: ეკონომიკის გაზრდის ნაცვლად, ივანიშვილი ეხმარება რუსეთს სანქციებისგან არიდებაში
  • 359ნახვები

იმის ნაცვლად, რომ ქვეყანაში რეალურად იზრდებოდეს ეკონომიკა, იქმნებოდეს ღირსეული, მაღალანაზღაურებადი სამუშაოები, ვითვისებდით ევროპის, ამერიკის, დასავლეთის აზრებს, ამის ნაცვლად ივანიშვილის რეჟიმმა ეს ქვეყანა გადააქცია რუსეთის უკანა ეზოდ და ეხმარება, რომ თავი აარიდოს იმ სანქციებს, რომელიც დაწესებულია დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რაც ზრდის საფრთხეს, რომ ჩვენი ქვეყანაც მოექცეს სანქციების ქვეშ, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს ამ ქვეყანაში შეექმნებათ უდიდესი საფრთხე, რომ კიდევ უფრო მეტი გაჭირვება, კიდევ უფრო მეტი სიღარიბე იყოს და ამ წნეხმა გადაიაროს ჩვენი მოსახლეობის პირად კეთილდღეობაზე.

ასე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის წევრი ირაკლი ნადირაძე Sky News-ის კვლევას, რომლის თანახმადაც სანქციების მიუხედავად, რუსეთი ბრიტანეთიდან საქონლის მიღებას აგრძელებს, მათ შორის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გავლით. რეპორტაჟში საქართველოც არის ნახსენები. 



ასევე ნახეთ
close დახურვა