უკრაინელი ხალხის მონდომება და ძალა შთამაგონებელია. მათ მიწასა და სიცოცხლეზე არაპროვოცირებული თავდასხმა მესამე ტრაგიკულ წელს ითვლის. მიყენებული გაჭირვებისა და ტკივილის მიუხედავად, უკრაინელები გმირობას გვაჩვენებენ. ეს ენით აუწერელი აგრესიის წინაშე ნამდვილი სიმამაცეა. ჩემი გული ყველა დაზარალებულთანაა. მახსოვს ისინი. ჩემს ფიქრებსა და ლოცვებში არიან.
წერს დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III სოციალურ ქსელში რუსეთის უკრაინაში შეჭრის 2 წლის თავთან დაკავშირებით.