logo
ENG


პრეზიდენტი: საუკეთესო პოლონური მოდელია, ძალების კოალიცია, ეს ნიშნავს ოლიგარქიის დასასრულს
  • 639ნახვები

"საქართველოს არაფორმალური ლიდერი [ბიძინა ივანიშვილი] საჯარო სივრცეში დაბრუნდა. ეს ნიშნავს, რომ არსებობს რაღაც, რაზეც რეაგირება უნდა მოახდინოს. ის საჯარო სივრცეში დაბრუნდა როგორც პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, რაც ორ რამეს ნიშნავს: პასუხისმგებლობასა და საჭიროებას, ამომრჩეველს პასუხები გასცეს იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიიღება.

ასე რომ, ეს არჩევნების დროს მოხდება, ეს იქნება საზოგადოებისთვის პასუხების გაცემა რიტორიკაზე, გადაწყვეტილებებზე, წარმატებაზე, გზაზე, რომელიც ქართველ ამომრჩეველს სურს…

30 წელი ერთპარტიულ სისტემაში ვიცხოვრეთ, სხვადასხვა რეჟიმში და ყველა ერთნაირად ასრულებს, დეტალებში არ შევალ, მაგრამ ეს ხდება, როდესაც ძალიან დიდხანს რჩები ხელისუფლებაში ერთი პარტიით. ეს ფარავს ყველაფერს.

ასე რომ, საუკეთესო, რაც შეიძლება მოხდეს, პოლონური მოდელია, სადაც ძალების კოალიციაა, რომლებიც ნათლად პროევროპულები არიან ეს ოლიგარქიის დასასრულს ნიშნავს. იმიტომ, რომ იქ ძალაუფლება მხოლოდ ერთს არ ექნება.

განაცხადა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში,  Chatham House-ის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ კითხვებზე პასუხისას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა