logo
ENG


დეკანოზი: სახელმწიფო არ მინდა საპატრიარქოს მხოლოდ იმიტომ ეხმარებოდეს, რომ არჩევნები მოიგოს
  • 457ნახვები

ეკლესია ყველასია. ეკლესია ვიღაცის შპს არ არის. სასულიერო პირებს არ უნდა ეშინოდეთ მღვდელმთავრების. ძალიან დიდი ფინანსური პრობლემებია, თუნდაც დისბალანსი და ქონებრივი უთანასწორობა. მექსიკის საზღვართან მღვდლები რომ დგანან, ლოცვა კურთხევით დგანან?! იმისთვის რომ გადავიდნენ ამერიკაში და ლუკმა პურის ფული გამოუგზავნონ ოჯახის წევრებს. სახელმწიფო არ მინდა საპატრიარქოს მხოლოდ იმიტომ ეხმარებოდეს, რომ არჩევნები მოიგოს. ეს ხდებოდა წინამორბედი ხელისუფლების პერიოდში, როცა ჯიპები ჩამოარიგეს საჩუქრად - სანტა კლაუსმა და ხდება ახლაც, იმიტომ რომ არჩევნებია წინ და არიქა მრევლს აკურთხებენ მღვდლები და ხმათა უმრავლესობას მოიპოვებს მოქმედი ხელისუფლება. წინასაარჩევნო კამპანია ცხადია უკვე დაწყებულია

განაცხადა დეკანოზმა პეტრე კვარაცხელიამ [კოლხმა] ფორმულასთან ინტერვიუში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა