logo
ENG


გუდკოვი: ადრე თუ გვიან, რუსეთი თავისუფალი გახდება, წინ ძალიან სერიოზული ბრძოლა გვაქვს
  • 387ნახვები

ადამიანი, რომელსაც ახლოს ვიცნობდი მოკლეს და 3 წლის განმავლობაში კლავდნენ. ეს არ იყო ციხე, ეს იყო ნამდვილად წამება და შემდეგ აგდებული დამოკიდებულება მისი მხარდაჭერებისადმი, მისი დედისადმი, რომელსაც ცხედარს არ აძლევდნენ. და ეს სასირცხვილო ორგანიზება დასაფლავების, როდესაც ადამიანებს არ მისცეს საშუალება დამშვიდობებოდნენ ალექსეის. გაცოფებული ვარ, შეიძლება ითქვას, არამხოლოდ მე, არამედ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ალექსეის მხარს უჭერდა.

ალექსეიმ ასეთი რამე თქვა, რომ მე არ მეშინია და თქვენც არ გეშინოდეთ და მე დავამატებდი, რომ არ არის საჭირო იმედგაცრუება, ადრე თუ გვიან, რუსეთი თავისუფალი გახდება და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის [...] ჩვენ წინ გვაქვს ძალიან სერიოზული ბრძოლა შიდა პოლიტიკური ცვლილებებისთვის რუსეთში, მაგრამ გვინდა, რომ უკეთესის იმედი გვქონდეს. რეჟიმს ეშინია, დაკარგოს ხელისუფლება, იმიტომ, რომ მათთვის ხელისუფლების დაკარგვა ნიშნავს აქტივების, თავისუფლების დაკარგვას და ისინი ბოლომდე ჩამოეკიდებიან ამ ხელისუფლებას და როგორც გვანახებს სხვადასხვა დიქტატურების მსხვრევის, ჩამოქცევის გამოცდილება - დიქტატორები ბოლომდე არიან დარწმუნებულები, რომ ისინი დაუსჯელები დარჩებიან ბოლო მომენტამდე.

განაცხადა რუსმა ოპოზიციონერმა, დიმიტრი გუდკოვმა ფორმულასთან საუბრისას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა