ვიღაც თავისუფლდება, ვიღაც ინიშნება, ეს ჩვეულებრივი პროცესია. ეს პირველი შემთხვევა ხომ არ არის. არანაირი ღარიბაშვილის, კალაძის, კობახიძის, პეტრეს და პავლეს კადრები არ არსებობს. არსებობს ქართული ოცნების კადრები და რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ერთი გუნდი, რომელსაც ჰქვია ქართული ოცნება.
თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
29 თებერვალს, ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რევაზ ჯაველიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.