logo
ENG


ჯაფარიძე ოცნებაზე: მათი ბინძური კამპანია ემსახურება იმას, რომ როგორმე ზიანი მიაყენონ ლელოს
  • 303ნახვები

კობახიძის ბრიყვულ განცხადებებზე კომენტარს არ ვაკეთებ. ისინი ხედავენ, რომ ლელო ძლიერდება. ამიტომ, მათი ეს ბინძური, ტყუილებით სავსე კამპანია ემსახურება იმას, რომ როგორმე ზიანი მიაყენონ ლელოს და სინამდვილეში, ეს პირიქით, გვაძლიერებს იმის რწმენაში, რომ მართლაც უნდა ვიმუშაოთ ბევრი ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად იმისათვის, რომ როდესაც ეს ხელისუფლება იქნება ჩამოშორებული, ქართული ოცნება წავა ხელისუფლებიდან 2024 წლის არჩევნების შედეგად, ძალიან სწრაფად წავწიოთ ჩვენი ქვეყანა წინ.

განაცხადა ლელოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ.

დღეს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებები ბიძინა ივანიშვილის მოსკოვში გაშვებასთან დაკავშირებით, სასაცილოა.



ასევე ნახეთ
close დახურვა