logo
ENG


სააკაშვილი: ენმ-მ გაუხსნა საქართველოს ევროპისკენ გზა, ენმ-ის ხელისუფლება შეიყვანს EU-ში
  • 299ნახვები

მინდა მივულოცო ჩემს თანაპარტიელებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ევროპის ყველაზე მსხვილ პოლიტიკურ გაერთიანებაში, ევროპის სახალხო პარტიაში ხმის უფლების მოპოვება.

ეს ნიშნავს, რომ ჩვენ პირველებს საქართველოდან უკვე შეგვიძლია ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე ხმის მიცემა, ნაციონალები გავხდით პირველი ასეთი ქართველები.

მაგალითად, გუშინ ჩვენი 4 ხმა მივეცით ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროკომისიის თავმჯდომარედ წამოყენებას. ენმ იყო პირველი ქართული პარტია, რომელიც გავიდა ევროპულ არენაზე.

2004-ში ენმ-ის ხელისუფლებამ გაუხსნა საქართველოს ევროპისკენ გზა და ენმ-ის ხელისუფლება შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში.

მიუხედავად პატიმრობისა, მე მივიღე ოფიციალური მოწვევა დავსწრებოდი გუშინდელ ყრილობას და ჩემი მიმართვა წაკითხული იყო ათასობით დელეგატის წინაშე, გიორგი ბარამიძის მიერ.

წერს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ყველაზე დიდი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების - ევროპის სახალხო პარტიის ასოცირებული წევრი გახდა, რაც ხმის უფლების მინიჭებასაც მოიცავს.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა