logo
ENG


მდინარაძე ჯანდაცვის მინისტრზე: გადაწყვეტილება მიღებულია, ალბათ, ორშაბათს დასახელდება
  • 348ნახვები

გადაწყვეტილება მიღებულია, შემიძლია დაგიდასტუროთ. ბევრ ადამიანთან გაიარა მან [კობახიძემ] კონსულტაცია პარტიულადაც, ჩვენთანაც - პარლამენტის წარმომადგენლებთან და საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე ძალიან ღირსეულ ადამიანს შორის მიიღო. როგორც ჩემთვის ცნობილია, ჩემი ვარაუდით, ამას ორშაბათს გაახმოვანებს.

თქვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

29 თებერვალს, ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. შესაბამის ბრძანებას პრემიერმინისტრმა ხელი ამავე დღეს მოაწერა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა