იმ სექტორის მართვა ჩაებარა, რომელთანაც მეტ-ნაკლებად მას შემხებლობა ჰქონია. ზოგ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ახლო. ის ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მუშაობდა. მას ჰქონდა დევნილების საკითხებზე, სოციალურ საკითხებზე, შრომის საკითხებზე ძალიან ბევრი სამუშაო. ის აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობდა, მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ძალიან გამოცდილი ადამიანია ამ ყველაფერთან ერთად. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის საუკეთესო მინისტრი იქნება, მისი, როგორც პიროვნული, ისე პროფესიული საკითხებიდან, თვისებებიდან გამომდინარე.
თქვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.
დღეს ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა. ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა 1-ელ მარტს დატოვა.