logo
ENG


უგულავა: მთავარი ლიდერი ციხეშია, არჩევნები კონკურენტული და თავისუფალი ვერ იქნება
გიგი უგულავა
12 მარ, 2024 17:46
უგულავა: მთავარი ლიდერი ციხეშია, არჩევნები კონკურენტული და თავისუფალი ვერ იქნება
  • 431ნახვები

რომელ არჩევნებზე ვლაპარაკობთ? მთავარი ლიდერი, რომელიც მინიმუმ ერთი მესამედის ლიდერი მაინც არის ამ ქვეყანაში, ციხეშია. კონკურენტული და თავისუფალი არჩევნები როგორ იქნება? არ იქნება ეს არჩევნები [თავისუფალი] საბოლოო ჯამში [...] რუსეთშიც ჩატარდება ახლა სამ დღეში არჩევნები. იმ არჩევნებს ვინმე რამეს უძახის? არ უძახის. არჩევნები ვერ იქნება კონკურენტული, შესაბამისად, ვერ იქნება თავისუფალი, ვერ იქნება სამართლიანი, თუ მისი მთავარი სუბიექტები, ამ შემთხვევაში, კონკრეტული სუბიექტი - მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი და მას არ ექნება თავისუფალ გარემოში [არჩევნების] ჩატარების უფლება. ეს ქართულმა ოცნებამ კარგად იცის და პირადად ივანიშვილმა.

განაცხადა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ ფორმულასთან საუბრისას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა