logo
ENG


ბოკუჩავა: რატომ იცლება ქვეყანა? რა იწვევს ემიგრაციას? გვინდა პასუხი და არა დუმილი და ცინიზმი
  • 374ნახვები

დღეს ივანიშვილთან, მის პარტიასთან, მის მთავრობასთან და პირადად პრემიერმინისტრთან გვაქვს ერთი კითხვა - რატომ იცლება ქვეყანა? რა იწვევს მასობრივ ემიგრაციას? ეს არის ჩვენი მთავარი კითხვა, რომელზეც გინდა მივიღოთ პასუხო ოცნებისგან და პირადად პრემიერმინისტრისგან. 2012 წლიდან, ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყნიდან საქართველოს 800 000 მოქალაქე წავიდა. საქართველოს 30 000 მოქალაქემ 2022 წელს მოითხოვა თავშესაფარი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. საქართველოში კი იცლება ოჯახები, იცლება სოფლები, ქალაქები.

რა იწვევს ამ უმძიმეს რეალობას? ჩვენ ვითხოვთ პასუხს ხელისუფლების მხრიდან, ვითხოვთ პასუხს პირადად პრემიერისგან - რა იწვევს იძულებით ემიგრაციას? ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების 70% ქალია, ქალებს ყოველდღიურად უწევთ უმძიმესი არჩევანის გაკეთება. მძიმეა ჩემთვის ამ ისტორიების მოსმენა, როგორც ქალისთვის, როგორც დედისთვის - დედები ჰყვებიან, როგორ უწევთ ყოველდღიურად უმძიმესი არჩევანის გაკეთება, შეეგუონ სიღარიბეს და სიღარიბეში გაზარდონ ბავშვები, თუ წავიდნენ საზღვარგარეთ სამუშაოს საძიებლად და იქიდან გზავნილებით არჩინონ საკუთარი შვილები.

რა იწვევს იძულებით ემიგრაციას? რატომ იცლება ჩვენი ქვეყანა? ეს არის ჩვენი კითხვა და გვინდა, მივიღოთ პასუხი და არა დუმილი და ცინიზმი ხელისუფლების მხრიდან.

ამ კითხვით მიმართა ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ქართული ოცნების წევრებს პარლამენტის პლენარულს სხდომაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა