logo
ENG


ზელენსკი: ამ თვეში რუსებმა 130 რაკეტა, 320-ზე მეტი Shahed და 900-მდე ბომბი გამოიყენეს
  • 316ნახვები

რუსეთი ყოველ დღე და ყოველ ღამე დრონებით, რაკეტებითა და მართვადი ბომბებით აწარმოებს ტერორისტულ ომს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, უკრაინის უბრალო ქალაქებისა და სოფლების წინააღმდეგ. მხოლოდ მარტის დასაწყისიდან, რუსულმა სამხედროებმა გამოიყენეს 130 სხვადასხვა ტიპის რაკეტა, 320-ზე მეტი Shahed და თითქმის 900 კონტროლირებადი საჰაერო ბომბი. უკრაინამ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია ეფექტურად ჩამოაგდოს რუსი ტერორისტების ნებისმიერი რაკეტა და დრონი, ჩვენ შეგვიძლია გავანადგუროთ რუსული სამხედრო ავიაცია. ჩვენი ასეთი ქმედებები ათასობით სიცოცხლეს იხსნის და უკრაინის ეკონომიკას ფუნქციონირების საშუალებას აძლევს. ჩვენ ვითხოვთ მეტ დაცვას, კონკრეტულად საჰაერო თავდაცვის სისტემების რეალისტურ რაოდენობას, რომლებსაც ჩვენი პარტნიორები ფლობენ. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას მსოფლიოში, ვინც გვეხმარება სიცოცხლის გადარჩენაში. რუსულმა ტერორმა უნდა წააგოს.  

წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.



ასევე ნახეთ
close დახურვა