logo
ENG


ხუნდაძე: თუ მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან, მაშინ თბილისში რატომაა ამხელა საცობი?
  • 534ნახვები

ნაციონალური მოძრაობის დროს, როდესაც არ იყო ვიზალიბერალიზაცია, არ იყო გაადვილებული გასვლა, 247 000-მა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა ისე, რომ უკან არ დაბრუნებულა.

ქართული ოცნების პერიოდში, მოდით, სასპეკულაციოდ რომ არ დავტოვოთ ომის პერიოდი, გამოვაკლოთ ბოლო ორი წელი, იმიტომ, რომ კიდევ უფრო პოზიტიური ციფრი დაჯდება და პლუსზე ეგავა. ამის გამოკლებით, ქართულ ოცნების დროს 5-ჯერ ნაკლები მოქალაქეა გასული ქვეყნიდან ისე, რომ დარჩა ემიგრაციაში. ეს არის 47 000. ერთად აღებული, მათ დროს და ჩვენ დროს [ემიგრაციაში მყოფთა რიცხვი] 300 000-ს არ სცილდება. მაგრამ მათ დროს, 5-ჯერ მეტი გადიოდა.

დღეს მეც ყურში უფრო ხშირად მხვდება, ჩემი ოჯახის წევრიცაა წასული, მეგობარიც და მეზობელიც, მაგრამ მაშინ ამაზე არავინ საუბრობდა და დღეს ყველა ტელევიზიაში, ყველა საინფორმაციოში მითუმეტეს ოპოზიციურში, ყოველ 5 წუთში ერთხელ ერთი და იგივე ინფორმაცია ტრიალებს, რომ მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან. თუ გარბიან, მაშინ თბილისში რატომაა ამხელა საცობი? რა თქმა უნდა, რაიონები იცლება და შიდა მიგრაცია, რომელსაც მე თბილისიზაცია დავარქვი, დაწყებულია 90-იანი წლების შემდეგ და ეს არის პრობლემა.

თქვა ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს მიგრაციის პრობლემებზე.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა