logo
ENG


ჰერჩინსკი: EU-მა საქართველოსთვის კარი გახსნა, ახლა ქართველებმა ეს კარი ერთად უნდა გაიაროთ
  • 424ნახვები

ლიდერებმა მოუწოდეს საქართველოს, დააჩქაროს ძალისხმევა რეფორმების შესასრულებლად 9 ნაბიჯთან დაკავშირებით. დრო ჯერ კიდევ არის და იმედი მაქვს, საქართველო პროგრესს მიაღწევს, რომ გადავიდეს შემდგომ ნაბიჯზე - წევრობისთვის მოლაპარაკებების გახსნაზე. თუმცა ეს სერიოზულ სამუშაოებს მოითხოვს. დრო იწურება, საგზაო რუკა ნათელია - არსებობს 9 ნაბიჯი, ეს მხოლოდ ერთ გვერდზეა და მასზე შავით თეთრზე წერია, რა უნდა გაკეთდეს და ჩვენ რას ველოდებით. ევროკავშირმა გახსნა კარი, საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა. ახლა ქართველებზეა დამოკიდებული ამ კარში შესვლა, ეს კარი ერთად უნდა გაიაროთ, ერთიანობა არის უმნიშვნელოვანესი. ყველამ უნდა იმუშაოს ერთად, კონსტრუქციულად, მაგრამ რამდენად სწრაფად გააკეთებთ, თქვენზეა დამოკიდებული. თუ რაღაც მიზეზების გამო ფიქრობთ, რომ უფრო მეტი დრო გჭირდებათ ან არსებობს სხვა პრიორიტეტი, ვიდრე ევროინტეგრაცია, ეს თქვენი არჩევანია. ევროკავშირი პატივს სცემს, რა არჩევანიც აქ, თბილისში გაკეთდება.

განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა