logo
ENG


სანდუ: მოლდოვა გმობს ტერორიზმის ყველა ფორმას
მაია სანდუ
23 მარ, 2024 15:33
სანდუ: მოლდოვა გმობს ტერორიზმის ყველა ფორმას
  • 258ნახვები

გუშინ მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში, თავდასხმის საშინელი სურათები ვიხილეთ. მოლდოვა გმობს ტერორიზმის ყველა ფორმას. ჩვენი ფიქრები ახლა დაღუპულების ახლობლებთან და დაშავებულებთანაა.

წერს მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ ქსელში.

გუშინ, მოსკოვში, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში, სადაც ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტი უნდა გამართულიყო, უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. შედეგად, 115 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა