logo
ENG


სანიოლი: ვეცდებით, ისევე როგორც ლუქსემბურგთან, ახლაც ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ
ვილი სანიოლი
25 მარ, 2024 17:05
სანიოლი: ვეცდებით, ისევე როგორც ლუქსემბურგთან, ახლაც ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ
  • 400ნახვები

4-5 დღე გვქონდა მომზადებისთვის, ყველა 26-ვე მოთამაშე მზად არის და მონდომებულია. დარჩა ერთი ვარჯიში, გავდივართ ბოლო დეტალებს. ვეცდებით, ისევე როგორც ლუქსემბურგთან, ახლაც ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად.

რაც შეეხება მოწინააღმდეგეს, არ მიყვარს მეტოქეზე საუბარი, მთავარია ჩვენ გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი და ბოლომდე დავიხარჯოთ.

თქვა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ. 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლუქსემბურგის ნაკრები ანგარიშით 2:0, 21 მარტს დაამარცხა. ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში გავიდა და 26 მარტს საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს შეხვდება.



ასევე ნახეთ
close დახურვა