logo
ENG


შოთა არველაძე: ყველაზე მაგარი დილა გათენდება ხვალ
  • 456ნახვები

ყველაზე მაგარი დილა გათენდება ხვალ, განსხვავებულ საქართველოში, ბევრად უფრო კარგში, რომელსაც ჩვენ ყველა ვნატრობთ. დღეს საოცარი დღე იყო, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი გვაწვალა, არ ვიცი, ვერ ვხვდები. მადლობა არ ითქმება, ხვალიდან საოცარი დილაა, არავინ არ უნდა დაიძინოს, ისე უნდა შეხვდეს ამ დილას. მინდა მთელ საქართველოს მართლა მივულოცო, შეიძლება ვიღაცამ გადამეტებულად ჩათვალოს ჩემი სიტყვები, მაგრამ თუ რამე გამაჩნია, თუ რამისთვის მიცხოვრია, ხვალინდელი დილა ყველაზე განსხვავებული და საუკეთესო იქნება. ეს შეუძლია ფეხბურთს, ეს შეუძლიათ ამ ბიჭებს, ეს შეუძლია ამ გამარჯვებას და მე მგონი, ამ გამარჯვებით უნდა ვიაროთ წინ.

თქვა შოთა არველაძემ ჟურნალისტებთან მატჩის დასრულების შემდეგ. 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ თამაშში საბერძნეთის ეროვნული ნაკრები პენალტების სერიაში ანგარიშით 4:2 დაამარცხა. ამ გამარჯვებით, საქართველო ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.



ასევე ნახეთ
close დახურვა