logo
ENG


კვარაცხელია: ასეთი ემოცია ცხოვრებაში არ მქონია, მადლობა ქართველ გულშემატკივარს
  • 358ნახვები

ჩვენც ვამაყობთ თქვენით, ყველათი, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ზოგს არ სჯეროდა ჩვენი, არა უშავს, ახლა დაიჯერებენ. უბედნიერესები ვართ, მართლა, არ ვიცი, ასეთი ემოცია არასდროს არ მქონია ცხოვრებაში და მადლობა ქართველ გულშემატკივარს, იმიტომ რომ 120 წუთი ასეთი გულშემატკივრობა, ბევრ სტადიონზე მაქვს ნათამაშები, მაგრამ ასეთი რამ არსად არ მინახავს. ძალიან დიდი მადლობა, თქვენ [გულშემატკივრები] იყავით მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ დღეს გავიმარჯვეთ.

თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის დასრულების შემდეგ.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ თამაშში საბერძნეთის ეროვნული ნაკრები პენალტების სერიაში ანგარიშით 4:2 დაამარცხა. ამ გამარჯვებით, საქართველო ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.



ასევე ნახეთ
close დახურვა