logo
ENG


კობახიძე: ქუთაისის პარლამენტს ქალაქის განვითარებაზე არავითარი გავლენა არ ჰქონდა
  • 348ნახვები

ქუთაისში პარლამენტის ყოფნას არ ჰქონდა არავითარი გავლენა ქუთაისის განვითარებაზე, არც ეკონომიკური კუთხით. ხოდა, ჩვენი ჩამოსვლით თუ ეკონომიკა იცვლება, ჩამოვალთ ახლაც, მაგრამ ქუთაისის ეკონომიკას და დემოგრაფიას აქ არ წაადგა. ეს სტატისტიკითაც დასტურდება და ყველაფრით დასტურდება. ამიტომ, ჩვენი მთავარი ამოცანა რა არის, რომ ქუთაისმა შეიძინოს ახალი ფუნქცია. ამ კუთხით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადაიდგა, მათ შორის ერთ-ერთი არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ ჩვენ კონკრეტული ისეთი გეგმები შევთავაზოთ ქუთაისს, რომელიც მის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას წაადგება. რაც შეეხება შეთავაზებას, ჩვენ წარვადგენთ საარჩევნო პროგრამას ძალიან მალე საზოგადოების წინაშე და რა თქმა უნდა, ამ საარჩევნო პროგრამაში ქუთაისს ექნება ღირსეული ადგილი.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ.



ასევე ნახეთ
close დახურვა