logo
ENG


ხვიჩია: არ მიმაჩნია, რომ ოდესმე ქალებს ვჩაგრავდით და რამე საბოდიშო გვაქვს ამ მიმართულებით
იაგო ხვიჩია
02 აპრ, 2024 15:02
ხვიჩია: არ მიმაჩნია, რომ ოდესმე ქალებს ვჩაგრავდით და რამე საბოდიშო გვაქვს ამ მიმართულებით
  • 362ნახვები

გვაკრიტიკებენ და გვებრძვიან, რომ თითქოს ჩვენ ქალთა უფლებებს ვარღვევთ, ქალთა ჩაგვრას ვუჭერთ მხარს და ზოგადად, არ გვიყვარს ქალები და ვებრძვით მათ, რითაც შეგვიძლია. სინამდვილეში, ჩვენ უაზრობას და სისულელეს ვებრძვით. ზოგადად, ქალების წინააღმდეგ არასდროს არ გვიბრძოლია, არანაირი პრეტენზია არ გაგვაჩნია, მაგრამ ზოგადად, ვებრძვით იმ იდეას, რომელიც მიიჩნევს, რომ ქალები და კაცები თანასწორები არ არიან, ქალები ცოტა განსხვავებულები და უფრო ნაკლებად თანასწორები არიან და ამიტომ, მათ სჭირდებათ ასეთი წახალისება, როგორიც არის კვოტები, იმიტომ, რომ კაცებს გაუწიონ კონკურენცია.

ერთი ეს მორალი დგას ამ ყველაფრის უკან, რასაც ჩვენ ვაკრიტიკებთ და მეორე მორალი დგას, რომ ჩვენ ტრადიციულად, ქალებს ვჩაგრავდით პოლიტიკაში და პოლიტიკის მიღმაც და ახლა გვჭირდება, რომ რაღაც ღონისძიებები მივიღოთ, რომ ბოდიში კარგად მოვიხადოთ და გამოვასწოროთ. მე მგონია, რომ ეს ორივე ნაწილი მცდარია და მე არც ერთზე არ ვიღებ პასუხისმგებლობას და არავისთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ. არც ის მიმაჩნია, რომ მე და ჩემი პარტია ქალებს ვჩაგრავდით ოდესმე და რამე საბოდიშო გვაქვს ამ მიმართულებით. პირიქით, ნორმალურმა ქალბატონებმა ჩვენ მადლობა უნდა გვითხრან იმისთვის, რომ ერთადერთი ვართ, ვინც რეალური თანასწორობისთვის იბრძვის.

თქვა პარტია გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

გუშინ გირჩი გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით გამოვიდა, რასაც ქართული ოცნება მხარს უჭერს. გირჩს სურს, ცვლილებები დაჩქარებული წესით იქნას მიღებული.



ასევე ნახეთ
close დახურვა