logo
ENG


ჩარკვიანი რუსულ კანონზე: მოტყუება, ღალატი კიდევ ერთხელ გვაჩვენეს - საზოგადოების იმედი მაქვს
  • 547ნახვები

არ ველოდი სიმართლე რომ ვთქვა, მითუმეტეს არჩევნების წელს. არ ველოდი, თუ ეს მთავრობა ერთხელ წაგებულ პროტესტს ხელახლა დაიწყებდა. მოტყუება და საზოგადოების ღალატი კიდევ ერთხელ გვაჩვენა ამ მთავრობამ და ველოდი ღალატს, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ეს მათი საყვარელი საქმიანობაა, მაგრამ არ მეგონა თუ ისინი, იმავე ზღვაში შევიდოდნენ. მაქვს საზოგადოების იმედი, წინააღმდეგ შემთხვევაში, არაფერს აზრი არ აქვს. ეს იმედი არ დგას ჩემს ილუზიებზე, ეს დგას უკვე არსებულ გამოცდილებებზე. მამუკა მდინარაძესთან არაფერი სათქმელი არ მაქვს საერთოდ და ქართული ოცნების არცერთ წარმომადგენელთან... არავითარი აზრი და მნიშვნელობა არ აქვს ამ ხალხთან ლაპარაკს. რაც მაქვს სათქმელი, ეს არის საზოგადოებასთან - იყოს ფხიზლად.

თქვა ფორმულასთან საუბრისას რეჟისორმა მიშა ჩარკვიანმა. ქართული ოცნება რუსულ კანონს ხელახლა დააინიცირებს.



ასევე ნახეთ
close დახურვა