logo
ENG


გრეგოროვა: უაღრესად ვარ შეშფოთებული სამოქალაქო საზოგადოებაზე კანონის მოსალოდნელი ზეგავლენით
  • 401ნახვები

როგორც გავიგე, არაერთხელ გაკრიტიკებული კანონი, რომელმაც შარშან საზოგადოების მწვავე აღშფოთება გამოიწვია, კვლავ უცვლელადაა წარდგენილი საქართველოს პარლამენტში. გაოგნებული ვარ ამ ნაბიჯით. იმედი მქონდა, რომ წინა ჯერზე კანონის მიღების [და შემდგომი პროტესტის და კრიტიკის] შემდეგ, საქართველოს მთავრობა მიხვდა, თუ რატომ დაატყდა თავს ასეთი კრიტიკა...

ასეთი კანონმდებლობა საჭიროებს გულდასმით შემუშავებას და კონსულტაციებს, რათა ის შეებრძოლოს რეალურად მავნე საგარეო გავლენას - ისეთს, როგორსაც რუსეთი მიმართავს საქართველოზე, - მაგრამ არ შეუქმნას საფრთხე ლეგიტიმური პროდემოკრატიული დღის წესრიგის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ვინაიდან ამ კანონპროექტის ავტორები იყვნენ ადამიანები, რომლებმაც დატოვეს ქართული ოცნება, რადგან მიაჩნდათ, რომ ის საკმარისად რადიკალურად არ იხრებოდა რუსეთისკენ. უკიდურესად ვარ შეშფოთებული საქართველოში ამ კანონმდებლობის სამოქალაქო საზოგადოებაზე მოსალოდნელი ზეგავლენით.

ამბობს ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა რადიო თავისუფლებასთან საუბარში. ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი ხელახლა დააინიცირა.



ასევე ნახეთ
close დახურვა