logo
ENG


ვაშაძე რუსულ კანონზე: ერთიანები ვიქნებით და დარწმუნებული ვარ, ამ უსამართლობას შევატრიალებთ
  • 349ნახვები

ძალიან მძიმე სიტუაცია შეიქმნა. თქვენ ხედავთ, რომ ევროკავშირის თუ აშშ-ის, ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხრიდან პირდაპირი განცხადებებია. არა უბრალოდ ის, რომ ევროპის გზაზე ვერ გავაგრძელებთ სვლას, არამედ ის სამწუხარო განცხადებებიც კი მოვისმინეთ, რომ რაც მივიღეთ, შეიძლება ისიც დავკარგოთ - კანდიდატის სტატუსი იქნება, თუ უვიზო მიმოსვლა. მე მინდა, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ვთხოვო, რომ როგორც ერთიანი იყო ქართული საზოგადოება შარშან, ასევე ერთიანები ვიქნებით და დარწმუნებული ვარ, ამ უსამართლობას ჩვენ შევატრიალებთ.

განაცხადა გამარჯვების კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.



ასევე ნახეთ
close დახურვა