logo
ENG


ზელენსკი: გავაკეთებთ შესაძლებელს და შეუძლებელს, რომ მსოფლიომ გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა
  • 359ნახვები

ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, შესაძლებელს და შეუძლებელს, რათა მსოფლიომ მომავალშიც გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა და დაინახოს, თუ როგორი გმირია ჩვენი ხალხი, დაინახოს, რომ უკრაინელები იცავენ საკუთარ სახელმწიფოს, ქალაქებსა და სოფლებს, როგორ აღადგენენ ცხოვრებას და ანადგურებენ ოკუპანტებს. რადგან რუსეთი სწორად ამას იმსახურებს - რუსეთი იმსახურებს იმას, რომ დამარცხდეს. ამას ყველაფრით იმსახურებს, იმით რასაც აკეთებს, მთელი თავისი ტერორით. მადლობას ვუხდი თითოეულ ჩვენ მეომარს, რომელიც უკრაინისთვის იბრძვის. მადლობა ყველას, ვინც მუშაობს იმისთვის, რომ უკრაინამ შეძლოს გამარჯვება. მადლობა ყველას, ვინც უკრაინაზე ზრუნავს. დიდება უკრაინას!

 

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა