logo
ENG


წილოსანი: ეჭვია, პრეზიდენტი აკეთებს ყველაფერს, რომ პარტნიორებმა საზიანო განცხადება გააკეთონ
  • 364ნახვები

სალომე ზურაბიშვილი ფეხქვეშ თელავს კონსტიტუციას იმ გადაწყვეტილებებით თუ იმ დაუმორჩილებლობით, რომელსაც ის აღარ ერიდება და საჯაროდ ახორციელებს. ის თელავს კონსტიტუციას ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებებით - მაგალითად, ვიცით რომ მისი რიგი ვიზიტები სრულდებოდა საქართველოსთვის ძალიან მავნებლური და ძალიან არამომგებიანი მოწოდებებით ჩვენი პარტნიორების მხრიდან და გვაქვს ეჭვი, რომ ის ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობისას აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველოსთვის საზიანო განცხადებები წამოვიდეს მათი მხრიდან.

სამწუხაროა, რომ მისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება... სამწუხაროა, რომ ნაციონალური მოძრაობის იმედად დარჩენილი და ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერით შენარჩუნებული პოსტი მისთვის წინაპირობაა, რომ გააგრძელოს ის საქმიანობა, რომელსაც ის ახორციელებდა.

ამბობს ჟურნალისტებთან ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მთავრობამ პრეზიდენტს ლიეტუვაში ვიზიტზე უარი უთქვა.



ასევე ნახეთ
close დახურვა