logo
ENG


ჭოხონელიძე რუსულ კანონზე: მსგავსი სადმე ხდება? ასე უნამუსოდ თვალებში ნაცრის შეყრა ხალხისთვის
  • 384ნახვები

პოლიტიკაში მსგავსი რამ არ მოსულა. ასეთი ღალატი, ასეთი სიცრუე, ასეთი გადაგდება მთელი საზოგადოების, ხალხის. მე მგონია, რომ ყველა ცივილურ და თავმოყვარე ქვეყანაში სულ მინიმუმ ესენი გაწვეულები უნდა იყვნენ, თუ არა დასჯილები. მსგავსი რამ სადმე ხდება? ასე უნამუსოდ თვალებსა და ყურში ნაცრის შეყრა ხალხისთვის.

რაც შეეხება ამ კანონს,იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ევროინტეგრაცია ჩახერგილი გაქვს, მორჩა ლაპარაკი აღარაა არაფერზე. უბრალოდ ხალხი, ვინც ამ არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობენ და ზუსტად ჩვენი ქვეყნისთვის უამრავ კარგ საქმეს აკეთებენ და ისინი შენ მტრის სტატუსით მონათლო.

 

თქვა მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ TV პირველთან რუსულ კანონზე საუბრისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა