logo
ENG


ჰერჩინსკი: კანდიდატი ქვეყანა ხართ, კარი ღიაა, სხვები წინ მიდიან - არ დაკარგოთ დრო
  • 325ნახვები

გასულ კვირას ვნახეთ უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის დაბრუნება. ერთი წლის წინ ის უპირობოდ გაიწვიეს. ევროკავშირმა სწრაფი რეაგირება მოახდინა, უმაღლესმა წარმომადგენელმა გამოხატა ჩვენი სერიოზული შეშფოთება ამ კანონპროექტის მიმართ მეორე დღესვე. ჩვენ, 27-ვე ქვეყნის ელჩები შევხვდით პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელსა და სამოქალაქო საზოგადოებას.

ყველამ გამოვთქვით შეშფოთება. სამოქალაქო საზოგადოებისთვის გარემოს შექმნა და შენარჩუნება, ასევე მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა ყველა დემოკრატიის საფუძველია. ის გადამწყვეტია ევროკავშირში გასაწევრიანებლად, მაგრამ გადაწყვეტილება თქვენ უნდა მიიღოთ. კარი ღიაა, მაგრამ ამ კარში თქვენ უნდა გაიაროთ - ამის დრო ახლაა და ეს დროც იწურება, რადგან სხვები წინ მიდიან და გულით გირჩევთ, არ დაკარგოთ დრო. საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა, კარი ღიაა და გელოდებით. გთხოვთ, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა.

განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.



ასევე ნახეთ
close დახურვა